ჩვენ შესახებ

ავტორიზაცია

cancel icon დახურვა
phone icon კონტაქტი
en ge
cancel image
დაგვიკავშირდით
სურვილების სია 0
0 პროდუქცია

ჩვენ შესახებ

Ingarderobe.com წარმოადგენს კომპანია ,,ვიქტორია 98’’- ის საკუთრებას და არის მის შემადგენლობაში შესული ბრენდების ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი ინტერნეტ სივრცეში.

კომპანია ,,ვიქტორია 98’’ ქართულ ბაზარზე  გამოჩნდა 1996 წლიდან და მას შემდეგ ორიენტირებულია მოდის განვითარებაზე. კომპანია დაინტერესებულია მსოფლიოში აღიარებული ბრენდების წარმომადგენლების საქართველოში მოწვევით და მათი მონო და მულტიბრენდული მაღაზიების გახსნით.

,,ვიქტორია 98’’ არის საქართველოში ექსკლუზიური  წარმომადგენელი ისეთი საერთაშორისო ბრენდების, როგორიც არის: ჰუგო ბოსი, ერმენეჯილდო ზენია, პოლ & შარკი, ბოტეგა ვენეტა, ჯილ სანდერ, სერჯიო როსი, ჯიმი ჩუ, აქუაძურა, სალვატორე ფერაგამო და სხვა.

კომპანია უკვე რამდენიმე ათწლეულია, თავის ქსელში გაერთიანებულ მაღაზიებში, ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების იმ დონეს, რომელსაც ითვალისწინებს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური სტანდარტები.

,,ვიქტორია 98‘’ მუდმივად განაგრძობს გაფართოებას, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლებთან და მოლაპარაკებას აწარმოებს ახალი ბრენდების დამატებასთან დაკავშირებით.

კომპანია დაინტერესებულია მუდმივი განვითარებით, ახალი მიმართულებების დამატებითა და  გაძლიერებით. მათ შორის, ონლაინ გაყიდვების გააქტიურებით, ჩვენს ქსელში არსებული პროდუქციის დათვალიერება და შეძენა კიდევ უფრო სასიამოვნო, მარტივი და კომფორტული ხდება.

Ingarderobe.com და მასში შემავალი მაღაზიები საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ და შეიძინოთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ორიგინალი უახლესი კოლექციები, მუდმივი სეზონური განახლებით და პროდუქციის ხარისხის გარანტიით.

Ingarderobe.com ეს არის სივრცე გემოვნებიანი ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც აფასებს ხარისხს, მომსახურების მაღალ დონეს და მრავალწლიან გამოცდილებას.